ინგრედიენტები:
მოხარშული შესქელებული რძე – 300 გ
კარაქი - 160 გ
ფხვიერი პეჩენია - 250 გ
ხაჭო - 750 გ
ცივი წყალი - 70 მლ
ნიგოზი - 40 გ
ჟელატინი - 30 გ
გახეხილი შოკოლადი მოსართავად
მომზადება:
1. ნიგოზი და პეჩენია დააბლენდერეთ. მიიღებთ ნამცეცოვან მასას. გადაიღეთ ჯამში.
2. დაამატეთ გამდნარი კარაქი, აურიეთ.
3. აიღეთ გასახსნელი ფორმა, ძირში დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
4. გადაიღეთ ფორმაში მასა, ამოუწიეთ გვერდები და კარგად დატკეპნეთ. შედგით მაცივარში 30 წუთით.
5. ჟელატინს დაასხით ცივი წყალი. დაელოდეთ 30 წუთი.
6. ხაჭო და მოხარშული შესქელებული რძე გადაურიეთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
7. ჟელატინი ოდნავ შეათბეთ. დაამატეთ 1 ს.კ. ხაჭოსა და სგუშჩონის მასა და აურიეთ.
8. მიღებული ნარევი ისევ გადაიღეთ ხაჭოსა და სგუშჩონის მასაში.
9. გადაიღეთ მასა ფორმაში და შედგით მაცივარში 3 საათით ან უფრო უკეთესია მთელი ღამით.
10. როცა გამოიღებთ მაცივრიდან, ამოიღეთ ჩიზქეიქი გასახსნელი ფორმიდან და მორთეთ გახეხილი შოკოლადით.
გემრიელად მიირთვით!