ინგრედიენტები:
ქათმის ფილე - 500 გ
დაკონსერვებული ანანასი - 450-500 გ
მაგარი ყველი - 200 გ
მაიონეზი - 150 გ
სანელებლები - გემოვნებით
მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
ქათამი დაჭერით ნაჭრებად და დაბეგვეთ. დააყარეთ მარილი, პილპილი და სანელებლები. დადეთ პერგამენტის ქაღალდით გადაფარებულ ღუმელის ფირფიტაზე.
ქათმის ნაჭრებს წაუსვით მაიონეზი, თითოეულს დაადეთ თითო-თითო ანანასის რგოლი და ზემოდან დააყარეთ გახეხილი ყველი.
შებრაწეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!