ინგრედიენტები:
შედედებული რძე (სგუშჩონი) – 200 გ
ათქვეფილი ნაღები - 250 გ
ცივი ყავა - 0,5 ჭიქა
ცოტაოდენი ხსნადი ყავა ან კაკაოს ფხვნილი
მომზადება:
მიქსერით ათქვიფეთ ცივი ყავა და სგუშჩონი. თანდათან დაამატეთ ათქვეფილი ნაღები. მასა გადაიღეთ ფორმებში და შედგით საყინულეში რამდენიმე საათით. მიტანის წინ მოაყარეთ ხსნადი ყავა ან კაკაოს ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!