რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ტორტი „პავლოვა“ ნიგვზითა და შოკოლადით
ტორტი „პავლოვა“ ნიგვზითა და შოკოლადით

ინგრედიენტები:

კვერცხის ცილა - 8 ც.

შაქარი - 1 ჭიქა

შაქრის პუდრი - 80 გ

ფორთოხალი - 1 ც.

შოკოლადი - 80 გ

ნაღები - 50 გ

ნიგოზი, თხილი - 50 გ

 

მომზადება:

1. ღუმელი გააცხელეთ 150 გრადუსამდე. ღუმელის ფირფიტას გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი.

2. ცილა ათქვიფეთ ჰაეროვან ქაფში. არ შეაჩეროთ თქვეფა და თანდათან დაამატეთ შაქარი, შემდეგ კი შაქრის პუდრი. როცა მიიღებთ სქელ მბზინვარე მასას, გადაიღეთ ის ღუმელის ფირფიტაზე, წრიულად ნიჩბით გაუსწორეთ ზედაპირი და დატოვეთ წვეტიანი პიკები.

3. 30 წუთი გამოაცხეთ 150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 100 გრადუსამდე და გამოაცხეთ კიდევ 1 საათი. გააგრილეთ ტორტი და შემდეგ გადაიღეთ ლანგარზე.

4. გაადნეთ შოკოლადი ნაღებთან ერთად. ფორთოხალს მოხსენით ცედრა და მოაყარეთ ტორტს. შემდეგ მოასხით შოკოლადის მინანქარი და ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრიი ნიგოზი და თხილი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა