ინგრედიენტები:
ფქვილი - 200 გ
კარაქი - 100 გ
შაქარი - 100 გ
თეთრი შოკოლადი - 150 გ
შავი შოკოლადი - 150 გ
კრემი:
სგუშჩონი - 300 გ
კარაქი - 125 გ
თაფლი - 30 გ
მომზადება:
1. აურიეთ ერთმანეთში ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და შაქარი, დაამატეთ ფქვილი და ყველაფერი კარგად დასრისეთ. მიიღებთ ნამცეცოვან ცომს. ფორმას წაუსვით კარაქი, გადაიღეთ მასში ნამცეცოვანი ცომი და ხელით კარგად დატკეპნეთ. გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.
2. კრემისთვის: სგუშჩონი, დარბილებული კარაქი და თაფლი მოათავსეთ პატარა ქვაბში, მიიყვანეთ დუღილამდე და მუდმივი მორევით ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში კარამელის ფერის კონსისტენციის მიღებამდე (ნარევი არ უნდა იყოს თხელი).
3. მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე გაადნეთ შავი შოკოლადი.
4. გამომცხვარ ბისკვიტს წაუსვით კრემი და შედგით მაცივარში კრემის შესქელებამდე. როცა კრემი შესქელდება, მოასხით გამდნარი შავი შოკოლადი. ისევ შედგით მაცივარში. როცა შოკოლადი შესქელდება, გამოიღეთ მაცივრიდან და შოკოლადს ზემოდან მოასხით გამდნარი თეთრი შოკოლადი. სურვილისამებრ შეიძლება მორთოთ ტორტი დაჭრილი ნიგვზით ან თხილით.
გემრიელად მიირთვით!