ინგრედიენტები:
თეთრი ბატონი - 1 ც.
კვერცხი - 4 ც.
პომიდორი - 3 ც.
ყველი - 150 გ
ლორი - 400 გ
რძე - 150 მლ
კარაქი - 100 გ
გახეხილი მუსკატის კაკალი - 0,5 ჩ.კ.
მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
ბატონი დაჭერით და დაჭრილ ნაჭრებს წაუსვით კარაქი. შემდეგ ჩააწყეთ გამოსაცხობ მრგვალ ფორმაში გვერდულად და ბატონის ნაჭრებს შორის რიგრიგობით ჩადეთ რგოლებად დაჭრილი პომიდორი და ლორის ნაჭრები.
კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ რძე, მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი და მიღებული მასა მოასხით ბატონის ნაჭრებს. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი. შედგით ღუმელში და დაბრაწეთ მზადყოფნამდე.
გემრიელად მიირთვით!