ინგრედიენტები:
1 დიდი ლავაში
1 დიდი ჭიქა ნიგოზი
100 გ კარაქი
1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე
მომზადება:
ნიგოზი წვრილად დაჭერით. კრემისთვის ათქვიფეთ კარაქი და შესქელებული რძე. ლავაში გაშალეთ და წაუსვით კრემი. შემდეგ ზემოდან გაანაწილეთ ნიგოზი. ლავაშის ცალი მხარე, ნაპირიდან დაახლოებით 2-3 სმ დატოვეთ ნიგვზის გარეშე, მხოლოდ კრემით, იმისათვის, რომ დაეწებოს ლავაშის ნაპირი. შემდეგ მჭიდროდ დაახვიეთ რულეტში. შედგით მაცივარში 1 საათით.
გემრიელად მიირთვით!