ინგრედიენტები:
საქონლის ხორცი - 1 კგ
შავი წიწაკის ბურთულები - 6-7 ც.
მსხვილი მარილი - გემოვნებით
მცენარეული ზეთი - გემოვნებით
კარაქი - 2 ს.კ.
ღვინო - 1 ჭიქა
ნაღები - 1 ს.კ.
მდოგვი - 1 ს.კ.
მომზადება:
1. შავი წიწაკის ბურთულები დანაყეთ და მარილთან ერთად შეზილეთ ხორცის ნაჭერში.
2. ტაფაში გადაურიეთ ერთმანეთში მცენარეული ზეთი და 1 ს.კ. კარაქი.
3. შეწვით ხორცი ყველა მხრიდან. შემდეგ გადმოიღეთ თეფშზე.
4. ტაფაში დარჩენილ სანელებლებს დაამატეთ ღვინო, ნაღები, მდოგვი, 1 ს.კ. კარაქი. მუდმივი მორევით მიიყვანეთ დუღილამდე.
5. დაჭერით სტეიკი და მოასხით ტაფაში მომზადებული სოუსი.
გემრიელად მიირთვით!