ინგრედიენტები:
კვერცხი - 2 ც.
კეფირი - 450 გ
კარაქი - 100 გ
შაქარი - 1 ჭიქა
სოდა ძმრით - 1 ჩ.კ.
გაყინული ან დაკონსერვებული ალუბალი - 1 ჭიქა
მომზადება:
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ხელის სათქვეფით (დიდხანს არ ათქვიფოთ). დაამატეთ კეფირი და ძმრიანი სოდა, კარგად აურიეთ.
კარაქი დაჭერით პატარა ნაჭრებად და გაადნეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადაიღეთ კეფირის მასაში. კარგად აურიეთ და თანდათან დაამატეთ ფქვილი, მოურიეთ კოვზით. ცომი გამოდის წებოვანი და არასქელი.
ცომიდან გამოყავით პატარა ნაწილი, რომელიც დაგჭირდებათ გასაფორმებლად, და გადადეთ გვერდზე. დანარჩენი ცომი გადაიღეთ გამოსაცხობ ფორმაში და ზემოდან გაანაწილეთ ალუბლები.
ცომის გადადებულ ნაწილს დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ელასტიური ცომი. გააკეთეთ მისგან ნამცხვრის ზედაპირზე ბადე. შედგით ცხელ ღუმელში და გამოაცხეთ 30-40 წუთის განმავლობაში. მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
გემრიელად მიირთვით!