ინგრედიენტები:
ბროკოლი - 500 გ
ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ.
ნიორი - 4 კბილი
პილპილი - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
ლიმონის წვენი - 1,5-2 ს.კ.
მწარე წიწაკა - გემოვნებით
მომზადება:
1. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსამდე.
2. ბროკოლი დაყავით ყვავილედებზე. მოათავსეთ თუშფალანგზე და კარგად გარეცხეთ. დაიცადეთ, სანამ ბროკოლი არ გაშრება.
3. შემდეგ ბროკოლი, ზეითუნის ზეთი, წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი და პილპილი გადაურიეთ ერთმანეთში. ღუმელის ფირფიტას დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ერთ ფენად დააწყეთ ბროკოლის ყვავილედები. შედგით ცხელ ღუმელში.
4. შებრაწეთ 7 წუთის განმავლობაში, შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან და გადააბრუნეთ ყვავილედები. შებრაწეთ კიდევ 8 წუთი, სანამ ბროკოლი არ დარბილდება და გვერდები ლამაზად არ შეიბრაწება.
5. გამოიღეთ ღუმელიდან და მოასხით ლიმონის წვენი. სურვილისამებრ მოაყარეთ მწარე წითელი წიწაკა.
გემრიელად მიირთვით!