რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ვანილის ნამცხვარი ჯემით - მარტივი და ამავე დროს არაჩვეულებრივად გემრიელი
ვანილის ნამცხვარი ჯემით - მარტივი და ამავე დროს არაჩვეულებრივად გემრიელი

ინგრედიენტები:

ფქვილი - 400 გ

კვერცხი - 3 ც.

შაქარი - 150 გ

კარაქი - 150 გ

ვანილის შაქარი - 2 ჩ.კ.

სოდა - 1 ჩ.კ.

ჯემი - გემოვნებით

ნიგოზი - გემოვნებით


მომზადება:

შაქარი და დარბილებული კარაქი აურიეთ ერთმანეთში. დაამატეთ კვერცხი და ათქვიფეთ. დაამატეთ ვანილის შაქარი, ფქვილი, სოდა და მოზილეთ ცომი. შემდეგ გააბრტყელეთ დიდი ზომის ფენად. ჭიქით ამოჭერით ნამცხვრისთვის რგოლები და დააწყეთ ღუმელის ფირფიტაზე დაფენილ პერგამენტის ქაღალდზე. 

გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში. როცა ნამცხვარი გაგრილდება, წაუსვით ჯემი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა