ინგრედიენტები:
ხის სოკო - 300 გ
ხახვი - 25 გ
ნიორი - 5 გ
ტარხუნა - 4 გ
ქინძი - 8 გ
თეთრი ღვინო - 40 მლ
სვანური მარილი - 3 გ
მცენარეული ზეთი - 15 გ
დაფქული ხმელი ქინძი - 1 გ
მომზადება:
1. ხის სოკო გარეცხეთ.
2. ტაფაში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი.
3. დაამატეთ დაჭრილი ხის სოკო.
4. 5 წუთის განმავლობაში მოშუშეთ სოკო, შემდეგ დაამატეთ თეთრი ღვინო და შუშეთ კიდევ 15 წუთი.
5. დაამატეთ სანელებლები და მწვანილი.
6. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და ტარხუნის ფოთლები.
გემრიელად მიირთვით!