ინგრედიენტები:
ფქვილი -600 გ
მშრალი საფუარი - 1 ს.კ.
თბილი წყალი - 200 გ
შაქარი - 100 გ
კვერცხის გული - 2 ც.
იოგურტი - 0,5 ჭიქა
ვანილის შაქარი - 1 პაკეტი
ლიმონის ცედრა - 1 ს.კ.
ქიშმიში - 100 გ
ცუკატი - 100 გ
კარაქი - 1 ს.კ.
შაქრის პუდრი - 50 გ
მარილი - მწიკვი
მომზადება:
საფუარი გახსენით თბილ წყალში, დაამატეთ შაქარი. დადგით თბილ ადგილას 20 წუთით, რათა საფუარი „გაცოცხლდეს“. შემდეგ დაამატეთ კვერცხის გული, იოგურტი, დარბილებული კარაქი, ვანილი, ლიმონის ცედრა და მწიკვი მარილი. თანდათან დაამატეთ ფქვილი. მოზილეთ რბილი და ელასტიური ცომი. იმისათვის რომ ცომი ამოვიდეს, დადგით თბილ ადგილას.
როცა ცომი ამოვა, ქიშმიშსა და ცუკატებს მოაყარეთ შაქრის პუდრი და გადაიღეთ ცომში, კარგად მოზილეთ. შემდეგ ცომი გაანაწილეთ გამოსაცხობ ფორმებში და დატოვეთ, რომ კიდევ ერთხელ ამოვიდეს. გამოაცხეთ 175 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთის განმავლობაში.