
ინგრედიენტები:
ბლინებისთვის:
რძე - 1 ჭიქა
ფქვილი - ¾ ჭიქა
კარაქი - 50 გ
კვერცხი - 2 ც.
შაქარი - 2 ს.კ.
მარილი - ¼ ჩ.ს.
სოუსისთვის:
შაქარი - 1 ჭიქა
წყალი - ¾ ჭიქა
ფორთოხლის წვენი - ½ ჭიქა
კარაქი - 50 გ
ლიმონის წვენი - 1 ს.კ.
1 ფორთოხლის ცედრა
მომზადება:
ჯამში აურიეთ ერთმანეთში შაქარი, ფქვილი და მარილი. ცალკე ათქვიფეთ რძე და კვერცხი და დაამატეთ ფქვილისა და შაქრის ნარევს. კარგად ათქვიფეთ და დაამატეთ გამდნარი კარაქი. ცომი დატოვეთ 30 წუთით. ამის შემდეგ ცომისგან გამოაცხეთ თხელი ბლინები, ან „კრეპები“, როგორც უწოდებენ საფრანგეთში. ცომის მიღებული რაოდენობიდან დაახლოებით გამოდის 15 ბლინი.
სოუსისთვის ცალკე პატარა ქვაბში აურიეთ ერთმანეთში შაქარი და ფორთოხლის ცედრა, დაამატეთ ლიმონის წვენი, ფორთოხლის წვენი და წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე. მუდმივად ურიეთ და გააჩერეთ ქურაზე, სანამ შაქარი სრულიად არ გაიხსნება. სოუსი მზად არის.
ტაფაზე გაადნეთ კარაქი. დაამატეთ სოუსი და დააწყეთ ოთხად მოკეცილი ბლინები. მოშუშეთ ორივე მხრიდან, სანამ სოუსი ოდნავ არ გაკარამელიზირდება.
გემრიელად მიირთვით!