რეცეპტები / სალათები / „ხე“ ქათმისგან - კორეული სამზარეულოს პიკანტური გემო
„ხე“ ქათმისგან - კორეული სამზარეულოს პიკანტური გემო

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე - 500 გ

ბულგარული წიწაკა - 2 ც.

ხახვი - 1 ც.

მზესუმზირის ზეთი - 0,5 ჭიქა

ძმარი - 2 ს.კ.

წიწაკა ჩილი - 0,5 ჩ. კ.

პილპილი - 0,25 ჩ.კ.

ტომატის პასტა - 1 ს.კ.

მარილი - მწიკვი

მომზადება:

1. ქათმის ფილე მოხარშეთ მარილიან წყალში მზადყოფნამდე, გააგრილეთ და ხელით დაგლიჯეთ პატარა ნაწილებად.

2. ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად, ბულგარული - ჩხირებად.

3. მოამზადეთ მარინადი: ტაფაში დაასხით ზეთი, ძმარი, მარილი, წიწაკა, პილპილი და დაბალ ცეცხლზე მიიყვანეთ დუღილამდე. დაამატეთ ტომატის პასტა და გადმოდგით.

4. ჯამში აურიეთ ერთმანეთში ქათმის ხორცი, ხახვი და ბულგარული. მოასხით მომზადებული სოუსი, აურიეთ და დატოვეთ რამდენიმე საათით, რომ კარგად გაუჯდეს.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა