
ინგრედიენტები:
ფქვილი - 70 გ
კარაქი - 60 გ
შაქარი - 120 გ
კვერცხი - 1 ც.
ვანილის შაქარი - 1 პაკეტი
ლიმონის წვენი - 1 ჩ.კ.
სეზამის თესლი (ქუნჟუტი) – 160 გ
სოდა - 0,5 ჩ.კ.
მარილი - მწიკვი
მომზადება:
1. გადაურიეთ ერთმანეთში ფქვილი, სოდა და მარილი.
2. ათქვიფეთ დარბილებული კარაქი შაქართან. დაამატეთ კვერცხი, ვანილი, ლიმონის წვენი და ათქვიფეთ მიქსერით 20-30 წამი.
3. გადართეთ მიქსერი დაბალ სიჩქარეზე და თანდათან დაამატეთ ფქვილი.
4. შემდეგ ამოიღეთ მიქსერი, მცირე პორციებად დაამატეთ სეზამი (სურვილისამებრ შეიძლება წინასწარ მოხალოთ) და ხის ნიჩბით კარგად აურიეთ ცომი.
5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსამდე. ფორმას გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი (აუცილებელია) და ერთმანეთისგან 3-4 სმ მოშორებით ჩაის კოვზით დააწყეთ კვერები.
6. გამოაცხეთ 8-15 წუთის განმავლობაში, გააჩნია ზომას. ყურადღებით იყავით, რომ არ დაიწვას. (6 წუთის შემდეგ შეიძლება გადააბრუნოთ ნამცხვარი).
სანამ ნამცხვარი ცხელია, ძალიან რბილი და წებოვანია, მაგრამ გაგრილების შემდეგ ხდება ხრაშუნა და არაჩვეულებრივად გემრიელი.
გემრიელად მიირთვით!