რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / კარტოფილის პიურე ბოსტნეულით
კარტოფილის პიურე ბოსტნეულით
ინგრედიენტები: 

500 გრამი კარტოფილი, 

ერთი კონა ოხრახუში, 

4-5 ცალი სტაფილო, 

1-2 თავი ხახვი, 

2-3 სუფრის კოვზი ზეთი, 

2-3 სუფრის კოვზი დაფხვნილი ორცხობილა, 

ერთი სუფრის კოვზი ტომატი, 

3-4 სუფრის კოვზი არაჟანი, 

მარილი, 

დაფქული შავი წიწაკა.


მომზადება:


გათლილი კარტოფილი მარილიან წყალში მოხარშეთ და გაქენით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სტაფილო და ოხრახუში ასევე მარილიან წყალში მოხარშეთ და საცერში გაატარეთ. 

ხახვი წვრილად დაჭერით და ზეთში მოხრაკეთ, როგორც კი ხახვი ოქროსფერს მიიღებს, გადმოდგით და გახეხილ სტაფილოსა და ოხრახუშს შეურიეთ, მოაყარეთ მარილი გემოვნებით.

ტაფას ზეთი წაუსვით, მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა და მოათავსეთ მასზე ნახევარი კარტოფილის პიურე, შემდეგ ბოსტნეულის ნაზავი, კარგად მოასწორეთ, დაამატეთ კარტოფილის პიურეს დარჩენილი ნახევარი, გადაუსვით არაჟანი, ტომატი, მოაყარეთ მარილი და შავი წიწაკა. შედგით ჰაერღუმელში და გამოაცხვეთ.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა