ინგრედიენტები (4 ცალზე):
ფქვილი - 400 გ
წყალი - 270 მლ
შაქარი - 1 ჩ.კ.
მარილი - 1 ჩ.კ.
საფუარი - 10 გ
მაგარი ყველი - გემოვნებით
პომიდორი - 2 ც.
წიწაკა - გემოვნებით
კვერცხი - 4 ც.
მომზადება:
ცომისთვის გადაურიეთ ერთმანეთში ფქვილი და მარილი. ცალკე ჭურჭელში ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით საფუარი და შაქარი. დაამატეთ მარილიანი ფქვილი. კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში 8-10 საათით.
სამუშაო მაგიდას მოაყარეთ ფქვილი და დადეთ ცომი. გაყავით 4 ნაწილად და თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ ოვალურად. გვერდები მოახვიეთ ჟგუტებად და შუა ნაწილში გაანაწილეთ გახეხილი ყველი და რგოლებად დაჭრილი პომიდორი.
გატეხეთ კვერცხი და მოათავსეთ ცენტრში. მოაყარეთ მარილი. პიცა დააწყეთ ღუმელის ფორმაზე და შებრაწეთ გახურებულ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!