Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=988 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/988 0 როგორ მოვამზადოთ ლანგეტი - ხორცის მოყვარულებისთვის 2017-02-25 00:00:00 2017-02-25 00:00:00

ინგრედიენტები:

ხბოს ხორცი - 500 გ

ფქვილი - 2 ს.კ.

მზესუმზირის ზეთი შესაწვავად - 2 ს.კ.

მარილი - გემოვნებით

პილპილი - გემოვნებით

წითელი ღვინო - 100 მლ

კარაქი - 20 გ

ბეგქონდარა - 10 გ

მომზადება:

1. ხორცი დაჭერით სიგანეზე არა უმეტეს 1,5 სმ სისქისა, შემდეგ სირბილესთვის ოდნავ დაბეგვეთ ორივე მხრიდან.

2. ფქვილში დაამატეთ მარილი და პილპილი და აურიეთ.

3. ხორცის თითოეული ნაჭერი ამოავლეთ ფქვილში და დადეთ გახურებულ ზეთიან ტაფაზე.

4. შეწვით ხორცი ძლიერ ცეცხლზე 3-3 წუთი ორივე მხრიდან, შემდეგ გადაიღეთ თეფშზე და დატოვეთ.

5. ცეცხლს დაუწიეთ საშუალო დონემდე, ტაფაში დაამატეთ წითელი ღვინო და ბეგქონდარა.

6. როდესაც სითხე შესქელდება, დაამატეთ კარაქი. შემდეგ ცხელი სოუსი მოასხით ხორცს. ლანგეტი მზადაა!

გემრიელად მიირთვით!