Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=980 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/980 0 მანანის მინი-კექსები კურაგით 2017-02-16 00:00:00 2017-02-16 00:00:00

ინგრედიენტები:

მანანის ბურღული - 150 გ

კეფირი 1 % - 200 მლ

კვერცხი - 1 ც.

კვერცხის ცილა - 1 ც.

სოდა - 1 ჩ.კ.

მარილი - მწიკვი

კურაგა - 100 გ

მომზადება:

1. კარგად ათქვიფეთ კვერცხი და ცილა.

2. დაამატეთ მარილი და სოდა და საგულდაგულოდ აურიეთ.

3. თანდათან დაამატეთ მანანის ბურღული და სწრაფად მოზილეთ ცომი.

4. შეავსეთ კექსის ფორმები ცომით 2/3-ით, შუაში კი ჩადეთ კურაგა.

5. შედგით 170 გრადუსამდე წინასწარ გახურებულ ღუმელში და გამოაცხეთ 40 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!