Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=971 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/971 0 ყველაზე გემრიელი ტორტი „მოკო“ 2017-02-13 00:00:00 2017-02-13 00:00:00

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

ფქვილი - 250 გ

შაქარი - 115 გ

სოდა - ¼ ჩ.კ.

კვერცხი - 2 ც.

კაკაოს ფხვნილი - 4 ს.კ.

მზესუმზირის ზეთი - 150 მლ

რძე - 150 მლ

კრემისთვის:

ნაღები 35 % - 300 მლ

შაქარი - 2 ს.კ.

ხსნადი ყავა - 1 ჩ.კ.

წყალი - 1 ს.კ.

მომზადება:

ცომისთვის: გადაურიეთ ერთმანეთში გაცრილი ფქვილი, სოდა, კაკაო, შაქარი, კვერცხი, რძე და ზეთი. კარგად ათქვიფეთ მიქსერით და გაყავით 2 ნაწილად.

ცომის ერთი ნაწილი გადაიღეთ ტორტის ფორმაში და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 5-7 წუთით. შემდეგ ცომის მეორე ნაწილი გამოაცხეთ 5-7 წუთი.

კრემისთვის: ყავა გახსენით 1 ს.კ. წყალში. ნაღები ათქვიფეთ მანამდე, სანამ ძალიან არ გასქელდება. დაამატეთ წყალში გახსნილი ყავა და გარგად ათქვიფეთ.

ააწყეთ ტორტი: აიღეთ პირველი ფენა, წაუსვით ნაღების კრემი, შემდეგ დაადეთ მეორე ფენა და ისევ კრემი. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი. ერთ დღეში ბისკვიტი პრაქტიკულად მთლიანად გაიჟღინთება კრემით.

გემრიელად მიირთვით!