ინგრედიენტები:
კვერცხი - 3 ც.
შაქარი - ½ ჭიქა
არაჟანი - 100 გ
კარაქი - 50 გ
ფქვილი - 1 ჭიქა
სოდა - 1 ჩ.კ.
კაკაოს ფხვნილი - 1 ს.კ.
მომზადება:
1. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ არაჟანი, გამდნარი კარაქი და კარგად აურიეთ ერთგვაროვნამდე. დაამატეთ ფქვილი და სოდა და ისევ კარგად აურიეთ.
2. ცომი გაყავით 2 ნაწილად. ერთ ნაწილში დაამატეთ კაკაო, მეორეში - 1 ს.კ. ფქვილი.
3. ფორმას წაუსვით კარაქი და ცენტრში რიგ-რიგობით დაასხით 2 ს.კ. თეთრი ცომი, შემდეგ 2 ს.კ. ყავისფერი, სანამ ცომი არ დამთავრდება. კექსი გამოაცხეთ 180 გრადუსამდე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით. სურვილისამებრ შეიძლება მოასხათ კექსს შოკოლადის მინანქარი.
გემრიელად მიირთვით!