Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=960 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/960 0 პერგამენტში შებრაწული ოსპი ბოსტნეულით 2017-02-04 00:00:00 2017-02-04 00:00:00

ინგრედიენტები:

მწვანე ოსპი - 400 გ

წითელი ბულგარული წიწაკა - 2 ც.

ყაბაყი - 1 ც.

პომიდორი - 300 გ

ხახვი - 3 ც.

ლიმონის ცედრა - 1 ჩ.კ.

ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ.

გახეხილი ყველი - 150 გ

ოხრახუში - 1 კონა

მარილი, პილპილი - გემოვნებით

მომზადება:

1. ოსპი დაალბეთ წყალში 30 წუთით.

2. შემდეგ გადაწურეთ, დაასხით წყალი თანაშეფარდებით 1:2, მიიყვანეთ დუღილამდე და ხარშეთ 15 წუთი. მოხარშული ოსპი გადაიღეთ თუშფალანგზე.

3. გაფცქვენით ბოსტნეული. ხახვი, წიწაკა, პომიდორი და ყაბაყი დაჭერით კუბიკებად. ოხრახუში წვრილად დაჭრით.

4. დიდ ჯამში გადაურიეთ ერთმანეთში ყველა ბოსტნეული, ოსპი, ლიმონის ცედრა და მწვანილის ნახევარი. დაამატეთ ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. პერგამენტის ქაღალდი მოკეცეთ ორად, გადააფარეთ ღუმელის ფორმას და მოათავსეთ მასზე ნარევის მეოთხედი ნაწილი. მჭიდროდ გაახვიეთ.

5. ზუსტად ასე მოამზადეთ დანარჩენი ნარევისგან. სულ გამოგივათ 4 კონვერტი. შედგით 210 გრადუსამდე წინასწარ გახურებულ ღუმელში და შებრაწეთ 20 წუთის განმავლობაში.

6. გამოიღეთ კერძი ღუმელიდან, ფრთხილად გაჭერით პერგამენტი და გაშალეთ, კერძს მოაყარეთ გახეხილი ყველი და დარჩენილი ოხრახუში, და მიიტანეთ სუფრასთან.

გემრიელად მიირთვით!