Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=957 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/957 0 ბერძნული არომატული მწვადი „სუვლაკი“ - რეცეპტის საიდუმლო მარინადშია! 2017-02-06 00:00:00 2017-02-06 00:00:00

ინგრედიენტები:

ქათმის ან ღორის ხორცი - 1 კგ

ნიორი - 5 მსხვილი კბილი

ლიმონი - 1 ც.

ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ.

მწვანე რეჰანი (გამხმარი) – 1 ს.კ.

ბეგქონდარა (გამხმარი) – 1 ს.კ.

მარილი, პილპილი - გემოვნებით

მომზადება:

ნიორი წვრილად დაჭერით ან დაჭყლიტეთ საჭყლეტში.

მარინადისთვის:

ლიმონს კარგად გამოწურეთ მთლიანი წვენი. დაამატეთ ზეითუნის ზეთი, მწვანე რეჰანი, ბეგქონდარა, ნიორი, მარილი და პილპილი.

ხორცი დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად. მოათავსეთ ქვაბში და დაასხით მარინადი. კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში არა ნაკლებ 4 საათით (უკეთესია მთელი ღამით).

როცა ხორცი მზად იქნება, გამოიღეთ მაცივრიდან, ჩამოაცვით შამფურებზე და შეწვით მაყალზე. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ასევე შეიძლება შეწვათ მწვადი ორივე მხრიდან ჩვეულებრივ სქელძირიან ტაფაზე.

გემრიელად მიირთვით!