ინგრედიენტები:
(1,5 კგ არაჟნისგან გამოდის 1,1 კგ ყველი)
არაჟანი 20-25 % - 1,5 კგ
მომზადება:
დაგჭირდებათ თუშფალანგი და ქვაბი ოდნავ დიდი დიამეტრით, რომ მასში დაეტიოს თუშფალანგი. დადგით ქვაბი მაგიდაზე. დოლბანდი მოკეცეთ ხუთ ფენად. ქვაბზე მოათავსეთ თუშფალანგი, დააფინეთ დოლბანდი და ჩადეთ შიგ ცივი არაჟანი.
დოლბანდი მჭიდროდ შეკარით - არაჟანი უნდა კარგად გამკვრივდეს. ზემოდან თუშფალანგზე დაადეთ რაიმე მძიმე ნივთი (2-4 კგ).
სამი დღე-ღამით შედგით არაჟანი მაცივარში, რათა შრატი ჩაიწუროს ქვაბში და გამოვიდეს ნაზი და გემრიელი.
ყველი მასკარპონე შეინახეთ მაცივარში, მაგრამ ძალიან დიდხანს არა, ვინაიდან ეს ნატურალური პროდუქტია და მალე ფუჭდება.
გემრიელად მიირთვით!