Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=951 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/951 0 ნამდვილი ინდური კარი საქონლის ხორცითა და და გოგრით 2017-02-01 00:00:00 2017-02-01 00:00:00

ინგრედიენტები:

ნიორი (დიდი თავი) - 3 კბილი

მცენარეული ზეთი - 2 ს.კ.

მარილი, პილპილი - გემოვნებით

გოგრა - 300 გ

ჯინჯერის (კოჭას) ფესვი - 1 სმ

პომიდორი - 500 გ

დაფქული ქინძი - 0,5 ჩ.კ.

უძვლო საქონლის ხორცი - 500 გ

ხახვი - 1 ც.

მწარე წიწაკა - გემოვნებით

მომზადება:

1. ჯინჯერის ფესვი გახეხეთ სახეხზე. მწარე წიწაკას მოაცილეთ თესლი, წვრილად დაჭერით. ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ზეთში 5 წუთი. ხორცი დაჭერით კუბიკებად, გადაიღეთ ტაფაში ხახვთან და ნიორთან. დაამატეთ ჯინჯერი, წიწაკა და ქინძი. შუშეთ 10 წუთი.

2. პომიდორი დაჭერით როგორც ჭრით სალათისთვის, გოგრა - მსხვილ კუბიკებად.

3. პომიდორი და გოგრა დაამატეთ ტაფაში, სადაც იშუშება კარი. დაახურეთ თავსახური და შუშეთ კიდევ 10 წუთი. შემდეგ დაამატეთ 0,5 ჭიქა წყალი, მარილი, პილპილი და შუშეთ 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!