ინგრედიენტები:
შავი შოკოლადი - 100 გ
ხსნადი ყავა - 1 ს.კ.
კონიაკი - 1 ს.კ.
კვერცხი - 3 ც.
შაქარი - 0,25 ჭიქა
ნაღები - 100 მლ
მომზადება:
1. გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე. დაამატეთ მასში კონიაკი და ყავა. დატოვეთ ნარევი გასაგრილებლად.
2. ოდნავ ათქვიფეთ კვერცხი, დადგით წყლის აბაზანაზე. განუწყვეტლივ ურიეთ და ცოტ-ცოტა დაამატეთ შაქარი. მასა უნდა გამოვდეს საკმაოდ ფუმფულა, ამისათვის ათქვიფეთ ის 3 წუთის განმავლობაში.
3. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ ნაღები, გადაურიეთ შოკოლადის მასას, შემდეგ დაამატეთ კვერცხის მასა და საგულდაგულოდ აურიეთ.
4. ფორმას წაუსვით კარაქი და გადაიღეთ მასში ცომი.
5. შედგით 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათით.
სურვილისამებრ შეიძლება მორთოთ ნამცხვარი კრემით ან ხილითა და კენკრით.
გემრიელად მიირთვით!