Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=945 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/945 0 გემრიელი დრანიკები ქათმით - ნოყიერია და ორიგინალური 2017-01-31 00:00:00 2017-01-31 00:00:00

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე - 800 გ

კარტოფილი - 6 ც.

ხახვი - 1 ც.

კვერცხი - 1 ც.

ფქვილი - 1 ს.კ.

მარილი და პილპილი - გემოვნებით

ქათმისთვის შესაფერისი სანელებლები - გემოვნებით

მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადება:

ქათმის ფილე დაჭერით პატარა კუბიკებად. დაამატეთ სანელებლები, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ და დატოვეთ 10-15 წუთით, რათა გაუჯდეს სანელებლები.

კარტოფილი და ხახვი გახეხეთ საშუალო სახეხზე, გაწურეთ ზედმეტი სითხისგან და შემდეგ გადაურიეთ ქათმის ხორცს. დაამატეთ გემოვნებით მარილი და პილპილი, ფქვილი და კვერცხი. კარგად აურიეთ მიღებული ფარში და გააკეთეთ დრანიკები.

ტაფაში დაასხით ზეთი და დადგით გასაცხელებლად საშუალო ცეცხლზე. სადილის კოვზით დადეთ ტაფაზე ფარში და მიეცით კატლეტის ფორმა. შეწვით ორივე მხრიდან ოქროსფერი ქერქის მიღებამდე.

გემრიელად მიირთვით!