Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=944 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/944 0 საყვარელი ნამცხვარი კრემით ჩაისთვის - სუპერ დესერტი! 2017-01-31 00:00:00 2017-01-31 00:00:00

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

ფქვილი - 1 ჭიქა

რძე - 0,5 ჭიქა

წყალი - 0,5 ჭიქა

შაქარი - 1 ჩ.კ.

კვერცხი - 3 ც.

კარაქი - 100 გ

მარილი - მწიკვი

კრემისთვის:

სგუშჩონი - 0,5 ქილა

ხაჭო - 50 გ

კარაქი - 50 გ

მომზადება:

უპირველეს ყოვლისა მოამზადეთ კრემი: გადაურიეთ ერთმანეთში კრემის ინგრედიენტები და ათქვიფეთ მიქსერით ან ბლენდერში. შედგით მაცივარში, რომ გასქელდეს.

ცომისთვის: ქვაბში დაასხით რძე, დაამატეთ წყალი, კარაქი, შაქარი და მწიკვი მარილი. დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე.

როცა მასა გახდება ერთგვაროვანი, დაამატეთ ფქვილი, ამასთანავე სწრაფად ურიეთ, სანამ მასა არ დაიწყებს მოცილებას კედლებიდან. გადმოდგით ქვაბი და 5 წუთის განმავლობაში დააცადეთ ცოტათი გაგრილდეს. შემდეგ დაამატეთ თითო-თითო კვერცხი და ყოველივე კვერცხის შემდეგ კარგად მოურიეთ.

სადილის კოვზით დააწყთ ცომი პერგამენტით დაფარულ ღუმელის ფორმაზე და გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, სანამ არ მიიღებს ოქროსფერს.

გაგრილებული ნამცხვრები გაჭერით შუაზე, ჩადეთ შიგნით კრემი და დაადეთ მეორე ნახევარი. სურვილისამებრ ზემოდანაც წაუსვით კრემის ნარჩენები და მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!