Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=933 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/933 0 როგორ მოვამზადოთ ფენოვანი ცომი 10 წუთში - რეცეპტი, რომელიც ყოველთვის გადაგარჩენთ! 2017-01-23 00:00:00 2017-01-23 00:00:00

ინგრედიენტები:

ფქვილი - 500 გ

მარგარინი (ან კარაქი) - 200 გ

კვერცხის გული - 1 ც.

კეფირი - 100 მლ

მარილი - მწიკვი


მომზადება:


1. ფქვილში დაამატეთ დარბილებული მარგარინი (ან კარაქი), ხელით გასრისეთ ნამცეცებად, დაამატეთ მწიკვი მარილი.

2. დაამატეთ კეფირი და კვერცხის გული. მოზილეთ ცომი. შეგიძლიათ ცომი მაშინვე გამოიყენოთ, მაგრამ უკეთესი იქნება ჯერ გაახვიოთ საკვებ ცელოფანში და შედგათ მაცივარში 10-15 წუთით.