ინგრედიენტები (2 ულუფისთვის):
სტაფილო - 2 ც.
მცენარეული ზეთი - 1 ს.კ.
გახეხილი მაგარი ყველი - ¼ ჭიქა
დაჭყლეტილი ნიორი - 1 ს.კ.
პილპილი - 0,5 ჩ.კ.
ოხრახუში (წვრილად დაჭრილი) - ¼ ჭიქა
მარილი - ½ ჩ.კ.
სოუსი:
არაჟანი - 2 ს.კ.
ლიმონის წვენი - 1 ს.კ.
დაჭყლეტილი ნიორი - 0,5 ჩ.კ.
პილპილი - 0,5 ჩ.კ.
მომზადება:
1. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუსამდე.
2. სტაფილო გაფცქვენით, მოაჭერით ზედა და ქვედა ნაწილები და გაჭერით შუაზე, თითოეული ნახევარი გაჭერით სიგრძეზე სამ ნაწილად.
3. ჯამში აურიეთ ერთმანეთში სტაფილოს ჩხირები და ყველა ინგრედიენტი (სოუსის ინგრედიენტების გარდა).
4. გადაიღეთ ღუმელის ფორმაზე.
5. შებრაწეთ 15-20 წუთი (დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ხრაშუნა გინდათ რომ გამოვიდეს).
6. გამოიღეთ ღუმელიდან და დატოვეთ გასაგრილებლად 5 წუთით.
სოუსისთვის: ცალკე ჯამში აურიეთ ერთმანეთში ყველა ინგრედიენტი. სოუსი მზადაა.
სტაფილოს ჩხირები ფრი ჩააწეთ სოუსში და ისე მიირთვით.