მომზადება: 1. ხორცი დაჭერით კუბიკებად. 2.გააცხელეთ ზეთი ღრმა სქელძირიან ტაფაში. მოშუშეთ ხორცი, დაამატეთ დაჭრილი ხახვი და შუშეთ ხორცთან ერთად დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში. დაჭერით ჩხირებად სტაფილო, დაამატეთ ტაფაში და შუშეთ ყველაფერი კიდევ 8 წუთის განმავლობაში. დააყარეთ პილპილი და მოურიეთ.
3. დაჭერით პომიდორი წვრილად, დაამატეთ მასაში და შუშეთ 5 წუთის განმავლობაში.
4. დაჭერით წვრილად კომბოსტო, დააყარეთ მარილი და ხელით კარგად აურიეთ. ცოტახნით დატოვეთ, რომ კომბოსტომ გაუშვას წვენი. შემდეგ დაამატეთ კომბოსტო ტაფაში ხორცთან და ბოსტნეულთან. დაახურეთ თავსახური და შუშეთ ბიგოსი 50-60 წუთი. დროდადრო მოურიეთ.