ინგრედიენტები:
კარაქი ან მარგარინი - 200 გ
კვერცხი - 1 ც.
სოდა - 1 ჩ.კ.
შაქარი - 0,5 ჭიქა
ფქვილი - 2 ჭიქა
შიგთავსისთვის:
ხილი (შეიძლება ნებისმიერი)
სახამებელი - 1 ს.კ.
არაჟნის კრემი:
არაჟანი - 500 გ
კვერცხი - 2 ც.
შაქარი - 6 ს.კ.
ფქვილი - 4 ს.კ.
ვანილის შაქარი - გემოვნებით
მომზადება:
კარაქი ან მარგარინი დაკეპეთ დანით ნამცეცებად ფქვილთან ერთად. დაამატეთ შაქარი, სოდა, კვერცხი. მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში 1-2 საათით.
შიგთავსისთვის:
ხილი დაჭერით მცირე ზომის კუბებად. მოაყარეთ 1 ს.კ. სახამებელი.
არაჟნის კრემისთვის:
ათქვიფეთ არაჟანი, შაქარი, კვერცხი, ფქვილი და ვანილის შაქარი. ცომი გადაიღეთ ფორმაში, ცოტათი აუწიეთ ნაპირები. ცომს ზემოდან დაადეთ დაჭრილი ხილი და მოასხით კრემი.
შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და გამოაცხეთ მზადყოფნამდე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. ცხელ პეროგზე კრემი შეიძლება ცოტათი თხევადი იყოს, მაგრამ როცა გაგრილდება, გასქელდება. გაგრილებული პეროგი დაჭერით ნაჭრებად.
გემრიელად მიირთვით!