Gurmania.ge Gurmania.ge 2026-01-12 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=919 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/919 0 ლიმონჩელო - უგემრიელესი და არომატული იტალიური ლიმონის ლიქიორი 2017-01-13 00:00:00 2017-01-13 00:00:00

ინგრედიენტები:

ლიმონი - 5 ც.

არაყი - 500 მლ

შაქარი - 350 გ

წყალი - 350 მლ

მომზადება:

ლიმონი გაფცქვენით. კანი მოათავსეთ შუშის ქილაში და დაასხით არაყი. დაახურეთ თავსახური და დადგით ბნელ, გრილ ადგილას 5-7 დღით. დროდადრო შეანჯღრიეთ ქილა.

მოამზადეთ სიროფი: შაქარი და წყალი აურიეთ ერთმანეთში და დადგით ნელ ცეცხლზე. როცა შაქარი მთლიანად გაიხსნება წყალში, ადუღეთ კიდევ 4-5 წუთი, შემდეგ გადმოდგით სიროფი და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.

ერთი კვირის შემდეგ ლიმონის ნაყენი გაწურეთ და გადაურიეთ სიროფს. დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში 5 დღით.

გემრიელად მიირთვით!