Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=913 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/913 0 ბრაზილიური ბურთულები ყავასთან მისაყოლებლად 2017-01-10 00:00:00 2017-01-10 00:00:00

ინგრედიენტები:

სიმინდის სახამებელი - 0,5 ჭიქა

შაქარი მოსაყრელად

გამაფხვიერებელი - 2 ჩ.კ.

კვერცხი - 2 ც.

შაქარი - 2 ს.კ.

ზეთი ფრიტიურისთვის

რძე - 0,5 ჭიქა

მარილი - მწიკვი

ფქვილი - 1 ჭიქა

მომზადება:

1. დიდ ჯამში აურიეთ ერთმანეთში შაქარი, კვერცხი და მწიკვი მარილი. დაამატეთ ფქვილი, სახამებელი და რძე. მოზილეთ ცომი.

2. განიერ ქვაბში გააცხელეთ ზეთი. სუფრის კოვზით აიღეთ ცომი, გააკეთეთ ბურთულები და ჩაუშვით ცხელ ზეთში. მოამზადეთ ულუფებად, 4-4 წუთი თითოეული ულუფა. მომზადებული ბურთულები დააწყეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოცილდეს ზედმეტი ცხიმი.

3. შემდეგ ბურთულები ამოავლეთ შაქარში.

გემრიელად მიირთვით!