ინგრედიენტები:
წიწიბურა - 1 ჭიქა
წყალი - 2 ჭიქა
კარტოფილი - 2-3 ც.
კამა
მარილი
პილპილი
მცენარეული ზეთი შესაწველად
მომზადება:
წყალი აადუღეთ, დაამატეთ მარილი, წიწიბურა და ჩვეულებრივად მოხარშეთ. კარტოფილი გაფცქვენით და გახეხეთ საშუალო სახეხზე, შემდეგ გაწურეთ ზედმეტი წვენისგან. მოხარშული წიწიბურა აურიეთ გახეხილ კარტოფილთან. დაამატეთ წვრილად დაჭრილი კამა, პილპილი და მარილი. კარგად დაჭყლიტეთ საჭყლეტით, წიწიბურა გახდება მწებვარე და კატლეტი არ დაიშლება. გააკეთეთ კატლეტები. შეწვით კატლეტი თავდახურულ ტაფაში მცირე რაოდენობის ზეთზე 3-4 წუთი ორივე მხრიდან.
გემრიელად მიირთვით!