ინგრედიენტები:
ფქვილი - 3,5 ჭიქა
არაჟანი - 2 ს.კ.
კვერცხი - 2 ც.
ვანილის შაქარი - 1 ჩ.კ.
კარაქი - 80 გ
სოდა - 1 ჩ.კ.
შაქარი - 1 ჭიქა
შიგთავსი:
სგუშჩონი - 1 ქილა
ნიგოზი (ან შოკოლადის პასტა)- 70 გ
გაფორმება:
სტაფილო - 2 ც.
ჭარხალი - 1 ც.
ყავისფერი შაქარი - 70 გ
მომზადება:
ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და ვანილი. დაამატეთ კარაქი, არაჟანი, ფქვილის ნახევარი, სოდა. კარგად ათქვიფეთ მიქსერით. შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.
ცომი გაყავით 24 ნაწილად და გააკეთეთ ნახევრადსფეროები. დააწყეთ პერგამენტის ქაღალდით დაფარულ ღუმელის ფორმაზე და გამოაცხეთ 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთი. გააგრილეთ ღუმელის ბადეზე. შემდეგ ამოიღეთ ნახევრებიდან გული. კრემისთვის აურიეთ ერთმანეთში ნახევარი ქილა მოხარშული სგუშჩონი და წვრილად დაჭრილი ნიგოზი. ჩადეთ ნაზავი ნახევრებში, გვერდებზე წაუსვით მოხარშული სგუშჩონი და მიაწებეთ ერთმანეთს.
ცალკე წვენსაწურში გამოწურეთ სტაფილოსა და ჭარხლის წვენი. ჩააწეთ „ატმები“ 2/3-ით სტაფილოს წვენში და აცადეთ ცოტათი ჩამოიწუროს, შემდეგ შეუღებავი მხარე ჩააწეთ ჭარხლის წვენში და მაშინვე ამოავლეთ შაქარში. დატოვეთ ცოტა ხნით გასაშრობათ და შეგიძლიათ მიირთვათ.