ინგრედიენტები:
ცომისთვის:
ფქვილი - 4 ჭიქა
რძე - 1 ჭიქა
საფუარი - 10 გ
დარბილებული კარაქი - 70 გ
კვერცხი - 2 ც.
მარილი - 1 ჩ.კ.
შაქარი - ½ ჭიქა
ვანილი - მწიკვი
ლიქიორი ან რომი (სურვილისამებრ) – 1 ჩ.კ.
შიგთავსისთვის:
კარაქი
დაფქული დარიჩინი (დაახლოებით 1 პაკეტი)
შაქარი
მოსასხმელად:
კარაქი - 2 ს.კ.
რძე - 2 ს.კ.
შაქრის პუდრი
მომზადება:
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ ერთმანეთში და დაამატეთ ცომის ყველა ინგრედიენტი, მოზილეთ ცომი გააბრტყელეთ მართკუთხედად ფქვილმოყრილ ზედაპირზე. წაუსვით კარაქი, მოაყარეთ დარიჩინი და შაქარი. შეახვიეთ რულეტად მართკუთხედის გრძელი გვერდის მხრიდან და დაჭერით პატარა ფუნთუშებზე - სინაბონებზე. მჭიდროდ დააწყეთ ღუმელის ფორმაზე. შემდეგ ისევ დადგით თბილ ადგილას 15 წუთით.
გამოაცხეთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში. მოსასხმელად გადაურიეთ ერთმანეთში 2 ს.კ. კარაქი, რძე და შაქრის პუდრი. უნდა გამოვიდეს კრემისმაგვარი მასა, მაგრამ არა სქელი. მოასხით მომზადებულ ფუნთუშებს.
გემრიელად მიირთვით!