Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=892 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/892 0 რულეტი „ქაშაყი შუბაში“ 2016-12-27 00:00:00 2016-12-27 00:00:00

ინგრედიენტები:

საშუალო ზომის ჭარხალი - 2 ც.

სტაფილო - 2 ც.

კარტოფილი - 2 ც.

ქაშაყის ფილე - 200 გ

კვერცხი - 4 ც.

ხახვი - 1 ც.

მაიონეზი - 100 გ

მომზადება:

1. წინასწარ მოხარშეთ კვერცხი და ბოსტნეული. ქაშაყის ფილე წვრილად დაჭერით.

2. ბოსტნეული გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ცილა და კვერცხის გული დააცალკავეთ და გახეხეთ წვრილ სახეხზე.

3. ფოლგაზე ან საკვებ ცელოფანზე დააწყეთ ჭარხლის ფენა, მოაყარეთ მარილი და წაუსვით მაიონეზი.

4. ზემოდან დაადეთ ცილის უმეტესი ნაწილი და ისევ მაიონეზი.

5. შემდეგ დაადეთ სტაფილოს და კარტოფილის ფენა და მაიონეზი.

6. კარტოფილისა და მაიონეზის ფენას დაადეთ ქაშაყის ნაჭრები.

7. ფრთხილად გაახვიეთ რულეტი საკვებ ცელოფანში ან ფოლგაში და შედგით მაცივარში 4 საათით.

8. სუფრაზე მიტანის წინ რულეტს მოაყარეთ დარჩენილი ცილა და კვერცხის გული და მორთეთ მწვანილით.

გემრიელად მიირთვით!