Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=89 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/89 0 ქაბაბი - მარტივად და გემრიელად 2016-01-12 00:00:00 2016-01-12 00:00:00

საჭირო მასალა:

ხორცი- 500 გ

ორცხობილას ფხვნილი- 4 ს/კ

კვერცხი- 1 ცალი

ერბო- 2ს/კ

ხახვი- 200გ

ოხრახუში- 1 კონა

კოწახური- ½ ჩ/ჭ

პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

რბილი ხორცი ხახვთან ერთად ორჯერ გაატარეთ ხორცსაკებ მანქანაში. დააყარეთ კოწახური, დანაყილი პილპილი და მარილი.

დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი და აურიეთ. შემდეგ ნაწილ-ნაწილ აიღეთ და მიეცით მოგრძო ფორმა. ამოავლეთ ორცხობილას ფხვნილში და შეწვით ერბომოსხმულ ცხელ ტაფაზე.

დაჭრილი ხახვი და ოხრახუში აურიეთ ერთმანეთში, მოაყარეთ ქაბაბს და სათითაოდ გაახვიეთ სწორკუთხად დაჭრილ ლავაშში.