Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=883 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/883 0 ჩიზქეიქი ვაშლში 2016-12-22 00:00:00 2016-12-22 00:00:00

ინგრედიენტები:

დიდი, ტკბილი ვაშლი - 4 ც.

კვერცხის გული - 1 ც.

რბილი ხაჭო - 150 გ

ვანილი

შაქრის პუდრი ყავისფერი შაქრისგან - 1 ს.კ.

მომზადება:

ვაშლებს მოაჭერით ზედა მესამედი. ამოუღეთ გული. კოვზით ამოფხიკეთ ცოტაოდენი რბილობი. ხაჭოს გადაურიეთ კვერცხის გული, ვანილი, შაქარი და მიღებული ნაზავით დატენეთ ვაშლები. მოათავსეთ ცეცხლგამძლე ფორმაში, დაასხით ცოტაოდენი წყალი და შებრაწეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში. მიიტანეთ თბილ მდგომარებაში ზემოდან მოყრილი შაქრის პუდრით.

გემრიელად მიირთვით!