Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=879 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/879 0 შნიცელი მილანურად 2016-12-21 00:00:00 2016-12-21 00:00:00

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე - 2 ც.

კვერცხი - 1 ც.

საფანელი - 1/2 ჭიქა

გახეხილი მაგარი ყველი - 1/2 ჭიქა

ზეითუნის ზეთი

ლიმონის წვენი

მარილი და პილპილი

მომზადება:

1. დაჭერით ქათმის ფილე და დაბეგვეთ 5 მმ სისქემდე. დააყარეთ მარილი, პილპილი და მოასხით ლიმონის წვენი.

2. აურიეთ საფანელი და გახეხილი ყველი ერთმანეთში.

3. ათქვიფეთ კვერცხი. ამოავლეთ ფილეს ნაჭრები ჯერ კვერცხში, შემდეგ კი საფანელიან ნარევში. დააწექით ფილეს, რომ კარგად მიიკრას საფანელი და ყველი. დააწყეთ შნიცელები ლანგარზე და შედგით 5 წუთით საყინულში.

4. გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და შეწვით შნიცელები 2-2 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან. გადაიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე. მიიტანეთ ლიმონის ნაჭრებთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!