ინგრედიენტები:
საქონლის ხორცი - 500 გ
ქამა სოკო - 200 გ
ხახვი - 1-2 ც.
ფქვილი - 1 ს.კ.
არაჟანი - 2 ს.კ.
მდოგვი - 1 ს.კ.
წყალი - 200 გ
მზესუმზირის ზეთი - 1 ს.კ.
მარილი - გემოვნებით
სანელებელი - გემოვნებით
მომზადება:
საქონლის ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად. ხახვი დაჭერით რგოლებად. ქამა სოკო დაჭერით თხელ ფირფიტებად.
ტაფაში გააცხელეთ ზეთი და მოშუშეთ ხახვი. დაამატეთ სოკო და შუშეთ, სანამ არ აორთქლდება სითხე. დაამატეთ წყალი, არაჟანი, მდოგვი და სანელებლები.
ხორცი შეწვით ცალკე ტაფაში, დაამატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ. შემდეგ ხორცი გადაიღეთ არაჟნისა და მდოგვის სოუსში და მოშუშეთ ხორცის მზადყოფნამდე.
გემრიელად მიირთვით!