Gurmania.geGurmania.ge2025-10-14http://www.gurmania.ge/rss.php?pid=871http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdfhttp://www.gurmania.ge/geo/main/index/8710ინდურ სერიალებში ყველაზე პოპულარული კერძის რეცეპტი - როგორ მზადდება ლადუ2016-12-17 00:00:002016-12-17 00:00:00ინდური სერიალების მოყვარულებს ამ კერძის ცნობა არ გაგიჭირდებათ და იმედია სახლშიც მოამზადებთ. საჭირო მასალა:
2 ჩ.ჭ. ოსპი (შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანე ბარდაც) 2/3 ჩ.ჭ. ნუში 2/3 ჭ.ჩ. კეშიუ (თხილის სახეობა, შეგიძლიათ ჩვეულებრივი თხილით შეცვალოთ) 1, 5 ჩ.ჭ. შაქრის პუდრი 8 ცალი - ილი 400 გ. 82%-იანი ნაღების კარაქი
მომზადება:
მოათავსეთ
კარაქი სქელძირიან ქვაბში და დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე. კარაქი გადნება
და შემდეგ ქაფს მოიკიდებს. დაელოდეთ სანამ ერთგვაროვან ყვითელ მასას არ
მიიღებთ.
შემდეგ აჭრას დაიწყებს და ბოლოს სრულიად გამჭვირვალე,
ოქროსფერი გახდება. გჰი ოდნავ გააგრილეთ და მარლაში ან საწურში რამდენჯერმე
გაწურეთ, რათა მოაშოროთ ნარჩენები.
ოსპი გარეცხეთ და დაყარეთ
ფორმაზე და შედეთ ღუმელში გამოსაშრობად და მოსახალად. მზად იქნება, როდესაც
ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს. კეშიუ (ან სხვა თხილეული) დააბლენდერეთ ან
დანით დაკეპეთ (არ უნდა იყოს ძალიან წვრილად დაფქვილი). შემდეგ კი დაყარეთ
ტაფაზე და მოხალეთ ოქროსფერ შეფერილობამდე.
მოხალული ოსპი დაფქვით,
გაცერით, დაამატეთ შაქრის პუდრი და დაფქვილი ილი. ოსპის ფქვილი და თხილეული
ერთმანეთს შეურიეთ და დაასხით კარაქი გჰი (აჯობებს თუ თანდათანობით
დაასხამთ, სანამ მასა შეკვრას დაიწყებს). მიღებული მასისგან ხელით გააკეთეთ
ბურთულები.
შედგით მაცივარში 1-2 საათით, რათა გამაგრდეს და შემდეგ მიიტანეთ სუფრასთან.