Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=870 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/870 0 უგემრიელესი რაფაელოს მომზადება სახლის პირობებში - მარტივი რეცეპტი 2016-12-19 00:00:00 2016-12-19 00:00:00 ინგრედიენტები:


-200 გრ უცხიმო ხაჭო;


-1 სუფრის კოვზი თაფლი;


-200 გრ ქოქოსის ბურბუშელა;


-30 ც ნუში.


მომზადების წესი:


აუირეთ ხაჭო და სხვა ინგრედიენტები ერთმანეთს. ჩაის კოვზით გააკეთეთ ბურთულები ისე, რომ ბურთის შიგნით მოხალული ნუშის თხილი მოექცეს.


შემდეგ ამოსვარეთ ქოქოსის ბურბუშელაში.


გააჩერეთ მინიმუმ 1 საათი მაცივარში.


ნუშის გარსის ადვილად გასაცლელად, შეგიძლიათ დაასხათ ცხელი წყალი, ცოტახანს გააჩერეთ და გარსი ადვილად გაძვრება.