Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=87 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/87 0 აჩმის მარტივი და მოსახერხებელი რეცეპტი 2016-01-12 00:00:00 2016-01-12 00:00:00

საჭირო მასალა:

ფქვილი- 1 კგ

ყველი- 1 კგ

კარაქი- 0,5 კგ

კვერცხი- 5 ცალი

წყალი- 200 მგ

მარილი

მომზადება:

პურის ფქვილში ჩავტეხოთ კვერცხი, დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ. მზა ცომი დავყოთ 10 ნაწილად. თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ სასურველ ზომაზე.

თხლად გაბრტყელებული ცომი ჩავუშვათ მარილიან მდუღარე წყალში, გავაჩეროთ 2-3 წუთი, ამოვიღოთ და გადავიტანოთ ცივწყლიან ქვაბში. ამოვიღოთ, გავამშრალოთ ხელსახოცით და დავდოთ ცხიმწასმულ ლითონის ფირფიტაზე.

პირველ ფენას ზემოდან მოვუსვათ გამდნარი კარაქი, დავადოთ მეორე ფენა, რომელზეც თანაბრად გავანაწილებთ წვრილად დაქუცმაცებულ ყველს. ასეთი თანმიმდევრობით დააწყვეთ ათივე ფენა.

გამოცხობამდე დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად (კვადრატებად ან რომბებად), მოვასხათ გამდნარი კარაქი და ვაცხოთ აერღუმელში 20-25 წუთი.