ინგრედიენტები:
ფქვილი - 3 ჭიქა
კარაქი - 130 გ
რძე - 0,5 ჭიქა
შაქარი - 4 ს.კ.
კვერცხი - 1 ც.
მოხარშული სგუშჩონი - 1 ქილა
ნიგოზი - 100 გ
შაქრის პუდრი - გემოვნებით
მომზადება:
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან, დაამატეთ გამდნარი კარაქი. აურიეთ და დაამატეთ რძე, კიდევ ერთხელ აურიეთ. ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი, მოზილეთ ცომი ხელებით.
ცომი 30 წუთით შედგით საყინულეში.
ცომი გამოიღეთ საყინულედან და გახეხეთ სახეხზე თანაბრად პირდაპირ ღუმელის ფორმაზე. შედგით 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და გამოაცხეთ 10 წუთის განმავლობაში.
როცა ცომი გაგრილდება, აურიეთ სგუშჩონს და დაჭრილ ნიგოზს. მიეცით გირჩის ფორმა და ისევ შედგით ღუმელში 5-10 წუთით. მუდმივად შეამოწმეთ მზადყოფნა.
მომზადებული ნამცხვარი გადაიღეთ ლანგარზე და მოაყარეთ შაქრის პუდრი.
გემრიელად მიირთვით!