Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=84 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/84 0 შოკოლადის ნამცხვარი - მარტივი და ჰაეროვანი დესერტი 2016-01-12 00:00:00 2016-01-12 00:00:00

საჭირო მასალა:

კვერცხი- 4 ცალი

შაქარი- 300გ

მცენარეული ზეთი (სუნის გარეშე)- 200მგ

რძე- 200 მლ

ფქვილი- 400გ

კაკო - 4ს/კ

ვანილი- 2 შეკვრა

გამაფხვიერებელი- 2ჩ/კ

მომზადება:

1. 4 კვერცხი კარგად გავთქვიფოთ, დავამატოთ 200 გ შაქარი.

2. მეორე ჯამში ჩავასხათ რძე, 200 მგ ზეთი, 100გ შაქარი და კაკაო. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში მიქსერით.

3. მიღებულ შოკოლადის მასის ერთი ჭიქა დავიტოვოთ , დანარჩენი კი ჩავამატოთ კვერცხის მასაში და კარგად ავურიოთ ერთმანეთში.

4. ფქვილს ჩავამატოთ გამაფხვიერებელი და ვანილი, შემდეგ კი ჩავამატოთ მიღებულ მასაში. კარგად ავურიოთ.

5. აერღუმელის ფორმას კარგად წავუსვათ ცხიმი, ჩავასხათ მასში ცომი და დავაყენოთ ცხობის ფუნქციაზე. ვაცხოთ 1 საათი.

6. გამომცხვარ ბისკვიტს ზემოდან ვუსვამთ შოკოლადის მასას, რომელიც შევინახეთ.

7. სასურველია ნამცხვარი ცოტა ხნით მაცივარში შედგათ.

გემრიელად მიირთვით.