საჭირო მასალა:
0,5 ლ კეფირი
1 კვერცხი
1-1,5 ჭიქა შაქარი
1ჩ/კ მარილი
0,5 ჩ/კ სოდა
350 ფქვილი
მომზადება:
1. კეფირი (სასურველია თუ იგი ოთახის ტემპერატურის იქნება) ჩავასხათ ჯამში, დავამატოთ კვერცხი, შაქარი და მარილი.
2. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ
3. დავამატოთ ფქვილი და სოდა (ნუ იჩქარებთ სოდის ადრე ჩაყრას, ის სწორედ ფქვილთან ერთად დაამატეთ).
4. კარგად მოურიეთ და 15-20 წუთით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.
5. სოდა კეფირთან რეაქციაში შევა და ცომი ბუშტებს გაიკეთებს, მაგრამ არ შეშინდეთ.
6. დადგით ცეცხლზე ტაფა, როდესაც გაცხელდება, დაასხით ზეთი
7. სადილის კოვზით ნაზად ამოიღეთ ცომი ჯამიდან და დაასხით ტაფაზე. შეწვის დროს ოლადები „იზრდება“, ამიტომ ტაფაზე დაიცავით დისტანცია.
8. ცოტა ხანში ამოაბრუნდეთ და მეორე მხრიდან შეწვით. თუმცა ამჯერად უფრო ყურადღებით
იყავით, რადგან როგორც წესი, ოლადები მეორე მხრიდან უფრო სწრაფად იწვება.
9. მზა ოლადებს შეგიძიათ
მოაყაროთ შაქრის პუდრი - მიირთვით თაფლთან, ხილთან, მურაბასთან ან არაჟანთან ერთად.