Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=829 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/829 0 ბოსტნეულის კატლეტი ბროკოლით 2016-12-02 00:00:00 2016-12-02 00:00:00

ინგრედიენტები:

ბროკოლი - 1 კგ

კარტოფილი - 2 ც.

ხახვი - 1 ც. დიდი ან 2 ც. პატარა

სტაფილო - 2 ც.

მცენარეული ზეთი

საფანელი

მარილი

პილპილი

მომზადება:

1. ბროკოლი და კარტოფილი მოხარშეთ ერთ ქვაბში. ბროკოლი ადუღებიდან 5-7 წუთში ამოიღეთ, კარტოფილი ხარშეთ მზადყოფნამდე.

2. ბროკოლი დაჭერით წვრილად. კარტოფილი დაჭყლიტეთ ჩანგლით. ხახვი წვრილად დაჭერით, უმი სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე.

3. ტაფაში ზეთზე მოშუშეთ ხახვი და სტაფილო.

4. გადაურიეთ ერთმანეთში მოშუშული და მოხარშული ბოსტნეული, დაამატეთ მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. ფარში მზად არის.

5. გააკეთეთ საშუალო ზომის კატლეტები (რომ ადვილად გადააბრუნოთ), ამოავლეთ საფანელში და შეწვით ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!